logo_geo
eng_logo
ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

7 ოქტომბერი. 2020. 00:23

 

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  ობუჯისა და საჩინოს მოსახლეობას შეხვდა.

 

„ობუჯისა და საჩინოს მოსახლეობასთან შეხვედრისას მათთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ვისაუბრეთ. ამ სოფლებში წლების განმავლობაში მთავარ პრობლემას ამორტიზირებული გზა წარმოადგენდა, თუმცა ეს პრობლემა ჩვენი ხელისუფლების  ძალისხმევით უკვე გადაჭრილია. მალე დასრულდება ობუჯი-ჯიხაშკარის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაციაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული გზაა ზუგდიდისა და ჩხოროწყუს მიმართულებით. ასევე, ქალაქ წალენჯიხიდან სოფელ ოჭანეს ზედა საჩინოს უბნამდე მონაკვეთზე მოეწყო სანიაღვრეები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და მოსაცდელები.  “ქართული ოცნების” გუნდი  ერთადერთია, ვინც პრობლემების მოგვარებაში ეხმარება ჩვენს ხალხს, ვინც ზრუნავს მათზე,  ჩვენი გუნდი ერთადერთია, ვისაც სურვილიც და შესაძლებლობაც ყველაზე დიდი აქვს, რეალურად უკეთესი ცხოვრების პირობები შეუქმნას თითოეულ ჩვენს მოქალაქეს“, - აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner