logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში მიიტანა
- +

7 ოქტომბერი. 2020. 01:47

 

 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

„გენერალური პროკურატურის პრესსამსახურის თანახმად, 2020 წლის 6 ოქტომბერს, 21:00 საათზე სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ იერიში მიიტანეს რეგიონში ყველაზე დიდ სტრატეგიულ პროექტზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯეიჰანმა რაკეტები ესროლა მილსადენის ნაწილს, რომელიც ევლახის რეგიონში გადიოდა, ტერორისტული მცდელობა ჩვენმა არმიამ თავიდან აიცილა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

Twitter-ზე ინფორმაციას ავრცელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ჰიკმეტ ჰაჯიევი და ფოტომასალასაც ავრცელებს:

 

„სომხეთმა კასეტური რაკეტა გაისროლა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენისკენ. ბომბი მილსადენისგან 10 მეტრის მოშორებით ჩამოვარდა. მილსადენი არ დაზიანებულა. ეს არის სომხეთის შეტევა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“ – წერს ჰაჯიევი.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner