logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
- +

7 ოქტომბერი. 2020. 11:17

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე -  55 მ3 ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

 

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ბოლო 3 თვის მანძილზე,  ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად,  ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში 300 მ3 ხის მასალა ჩამოერთვა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner