ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე - 55 მ3 ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ბოლო 3 თვის მანძილზე, ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში 300 მ3 ხის მასალა ჩამოერთვა.