logo_geo
eng_logo
ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი იწყება
- +

7 ოქტომბერი. 2020. 12:25

 

 

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეიდან იწყება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა. გერმანული მედიის ცნობით, მას რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურთან აქვს კავშირი.

 

გერმანიის ფედერალური პროკურატურა რუსეთის ხელისულებას ხანგოშვილის მკვლელობის დაკვეთაში ადანაშაულებს.

 

წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში ოფიციალურად დაადანაშაულა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner