logo_geo
eng_logo
ბიშკეკში არეულობისას 218 დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს
- +

7 ოქტომბერი. 2020. 12:32

 

 

 

ბიშკეკში ორდღიანი არეულობების დროს სამედიცინო დაწესებულებებს 768-მა პაციენტმა მიმართა. დაშავებულთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 218 ჰოსპიტალიზებულია. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია ყირგიზეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

გუშინ საღამოს ყირგიზეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად სადირ ჟაპაროვი დაამტკიცეს. ყოფილი დეპუტატი ჟაპაროვი გასამართლებული იყო, კოლონიაში იხდიდა სასჯელს და ბიშკეკში წუხანდელი არეულობის შემდეგ გათავისუფლდა.

 

ყოფილმა პრემიერმა თანამდებობა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე დატოვა.

 

საპროტესტო აქცია და არეულობა ბიშკეკში 4 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს მოყვა, რომლის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე 16 პარტიიდან 7-პროცენტიანი ბარიერი მხოლოდ პროსახელისუფლო ოთხმა პარტიამ გადაკვეთა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner