აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც, – როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ წარმომადგენელმა, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.
„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეწილეებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები. აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნულია აჰმედოვის განცხადებაში.
აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყება კატეგორიულად უარყოფს და აზერბაიჯანის განცხადებას ტყუილს უწოდებს.