logo_geo
eng_logo
„სოკარი“: სომხეთი საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც
- +

7 ოქტომბერი. 2020. 12:35

 

 

 

 

აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც, – როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგოკომპანია „სოკარის“ წარმომადგენელმა, იბრაჰიმ აჰმედოვმა განაცხადა.

 

„ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მეწილეებს შორის არიან მსოფლიოს წამყვანი ენერგეტიკული კომპანიები. აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის მისამართით ცეცხლის გახსნით, სომხეთი სერიოზულ საფრთხეს ქმნის არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ ევროკავშირის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნულია აჰმედოვის განცხადებაში.

 

აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენზე სარაკეტო დარტყმა სცადა. აღნიშნულ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის უწყება კატეგორიულად უარყოფს და აზერბაიჯანის განცხადებას ტყუილს უწოდებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner