logo_geo
eng_logo
სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 672 ადამიანი დაინფიცირდა, ხუთი პაციენტი კი გარდაიცვალა
- +

7 ოქტომბერი. 2020. 12:36

 

 

 

სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 672 ადამიანს დაუდასტურდა. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 178 პაციენტი, ხუთი კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

7 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სომხეთში კორონავირუსის 53 755 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 45 110 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

 

რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, სომხეთში კორონავირუსით გარდაიცვალა სულ 995 ადამიანი, 302 ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზად კი სხვა დაავადებები სახელდება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner