logo_geo
eng_logo
უკრაინაში კორონავირუსის 4 753 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

7 ოქტომბერი. 2020. 12:42

 

 

 

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა 4 753 ადამიანს. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა.

 

ბოლო 24 საათში რეგისტრირებულ შემთხვევებს შორის, 219 ბავშვი და 251 მედიკოსია.

 

მინისტრის თქმით, უკრაინაში, ასევე დაფიქსირდა გამოჯანმრთელებულთა რეკორდული რაოდენობა. ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 569 პაციენტი განიკურნა.

 

ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 77 ინფიცირებული. უკრაინაში კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 4 597-ს შეადგენს.

 

ჯამში, უკრაინაში გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 239 337 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულია 105 970 პაციენტი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner