logo_geo
eng_logo
გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს
- +

7 ოქტომბერი. 2020. 12:44

 

 

გოგონას, რომელსაც ხელვაჩაურში მეწყრის შედეგად ოჯახის წევრები დაეღუპა, აჭარის მთავრობა ბინას გადასცემს.

 

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა.

 

ამასთან, გოგონას ბებია სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა გოგონას დაეხმაროს.

 

„აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი თორნიკესგან ჩვენმა ოჯახმა და ამ უდიდეს ტრაგედიას გადარჩენილმა პატარა გოგონამ სწავლის ხელშეწყობისთვის მიიღო ლეპტოპი, მიიღო ასევე ფინანსური მხარდაჭერა. ყველაფერს აკეთებენ, რომ ბავშვს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ მძიმე პერიოდის დაძლევაში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მთავრობის მხრიდან იგეგმება მხარდაჭერა და პატარა, დაობლებული გოგონას ბინით უზრუნველყოფა. ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა“, – წერს გოგონას ბებია გულნარა თედორაძე.

 

მეწყრის შედეგად სოფელ ჯოჭოში ხუთი ადამიანი დაიღუპა. ორი შემთხვევითი მგზავრი და თედორაძეების ოჯახის სამი წევრი. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი მეექვსე კლასელი გოგონა უბედური შემთხვევის დროს შუახევში ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner