logo_geo
eng_logo
ირაკლი გოგავა: GFK-მ სხვადასხვა ქვეყნებში სახელი „ცუღლუტობებით“ გაითქვა
- +

28 ივნისი. 2016. 16:04


რუსთავი 2"-ის დაკვეთით, ორგანიზაცია GFK- მიერ ჩატრებულ სოციოლოგიურ კვლევებს საქართველოს განვითარების ლაბორატორიის ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა ეხმაურება. მისი თქმით, სოციოლოგიური კომპანია GFK გერმანული სააქციო საზოგადოებაა, რომელიც  წლებია, ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობს და სხვადასხვა ქვეყნებში სახელი  ცუღლუტობებით" გაითქვა.

 

ირაკლი გოგავა: გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK ნაციონალებთან წლებია თანამშრომლობს და არაერთხელ შეასრულეს სააკაშვილის დაკვეთა, ცხადია, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ. ხლაც სააკაშვილის სურვილები გამოაქვეყნეს, რასაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. ჩანს, რომ ეს პირველი კვლევა პროცესის ნაწილია და ამას მოყვება სააკაშვილის დაქირავებული GFK- კიდევ ერთი კვლევა სექტემბერში და მათივე ეგზიტპოლი არჩევნების დღეს. სექტემბრის ბოლოს კვლევაში ნაცებს აუცილებლად პირველ ადგილზე დაასახელებენ, ხოლო ეგზიტპოლში კი მინიმუმ 55%- დაუწერენ. ეცდებიან, მზარდი დინამიკა შექმნან და დააფიქსირონ, რომ მოსული ამომრჩევლის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს ნაციონალებს.

 

საინტერესოა GFK- სხვა ქვეყნებში ცუღლუტობანი": 2014 წელს უკრაინაში GFK- ჩამოართვეს სატელევიზიო რეიტინგების გაზომვის უფლება, რადგან აღმოუჩინეს მოსყიდული პანელისტები ანუ ადამიანები, რომელთაც პიპლმეტრები" ეყენათ და აყალბებდნენ სატელევიზიო რეიტინგებს. ასევე აღმოუჩინეს ინსტრუქცია მოსყიდულ პანელისტებს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, როდის რა არხისთვის და რამდენი ხანი ეყურებინათ, რომელ არხებზე არ ჩაერთოთ საერთოდ, რასაც საბოლოოდ გავლენა ჰქონდა ტელევიზიების რეიტინგებზე და შესაბამისად სარეკლამო დროის ფასებზე სხვადასხვა ტელევიზიებზე. ამ თაღლითური სქემით რეკლამის განმათავსებელი ფირმები 40 მილიონ დოლარზე მეტ ზარალს ნახულობდნენ ყოველწლიურად. 100-ზე მეტი მოსყიდული პანელისტი აღმოუჩინეს უკრაინაში და თითოეულს 1200$- უხდიდნენ თვეში თაღლითობისთვის. საბოლოოდ უკრაინის ინდუსტრიულმა სატელევიზიო კომიტეტმა" გაუწყვიტა ხელშეკრულება და ამერიკული Nielsen"-ით ჩაანაცვლა. თავად GFK- აღიარა, რომ ადგილი ჰქონდა მოსყიდული პანელისტების არსებობას.

 

თურქეთში GFK გადასახადების დიდი ოდენობით დამალვაში იქნა დადანაშაულებული 21 მილიონი ევროს ოდენობით და GFK- სამ მენეჯერზე საქმეც აღიძრა.

 

GFK- ყირიმის რუსეთის მიერ ანექსიის შემდეგ კვლევა ჩაატარა ყირიმში და გამოქვეყნა შედეგები, რომლის მიხედვითაც ყირიმის მოსახლეობის მხოლოდ 4%- სურდა უკრაინის შემადგენლობაში დარჩენა. ეს ასეც რომ ყოფილიყო, სოლიდურ დასავლურ ორგანიზაციას მსგავსი რამ არ უნდა გაეკეთებინა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის და საომარი მოქმედებების დროს. მით უმეტეს, რუსების მიერ ყირიმში დატერორებული უკრაინელების და ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია ცნობილი იყო. როგორც ჩანს, პუტინის ქისამ მორალი გადაწონა.

 

ასეთი სუფთა მეგობრები" უსრულებენ სააკაშვილს კვლევებს და ატრიალებენ პარტიული ტელევიზიით.

ყურადსაღებია ერთი ფაქტი: ნაციონალები აუცილებლად შეეცდებობდნენ ამერიკული სოციოლოგიური კომპანიის ჩამოყვანას GFK- ნაცვლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერცერთი სერიოზული ამერიკული კომპანია ვერ დაითანხმეს კვლევის შედეგების მანიპულირებაზე. ეს უდავოდ კარგის ნიშანია!

 

-რუსთავი 2" თავის ინფორმაციებში GFK- გერმანულ-ამერიკულ ორგანიზაციად მოიხსენიებს

-გერმანულია. ნიურნბერგში აქვთ ცენტრალური ოფისი და წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყნებში. სააქაციო საზოგადოებაა და ერთი-ორი აქცია შეიძლება ჰქონდეს ვინმე ამერიკელს ან სხვა ერის წარმომადგენელს, მაგრამ არის გერმანიაში რეგისტრირებული და გერმანიის კანონმდებლობით რეგულირდება მისი საქმიანობა, 99% მმართველების გერმანელები არიან.

 

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2"-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა ორგანიზაციამ GFK ჩაატარა. სოციოლოგიური კვლევა პოლიტიკური პარტიების რეიტინგებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ ამომრჩევლის დამოკიდებულებას განსაზღვრავს.

კითხვაზე: დაზუსტებით, ჩამოთვლილთაგან რომელ პარტიას არ მიცემთ ხმას 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, გამოკითხულთა 21.7% აცხადებს, რომ  ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ქართული ოცნებას" ხმას  16.3% არ მისცემდა.

გამოკითხული მოსახლეობის 30,5% უპირატესობას ქართულ ოცნებას" ანიჭებს. 28.2% კი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". პარტია სახელმწიფო ხალხისთვის -პაატა ბურჭულაძეს" მხარდამჭერი აღმოჩნდა 11.6%. თავისუფალი დემოკრატები" - ირაკლი ალასანიას მხარდამჭერია. 8.9%. 4.5%-ისთვის მისაღებია ლეიბორისტული პარტია. პატრიოტთა ალიანსს" ანიჭებს უპირატესობას 3.1%. დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" კი - 2.3%.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner