logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
- +

7 ოქტომბერი. 2020. 15:27

 

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის

თანაშემწე-გამომძიებელი - 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ

საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

 

პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული COVID-19 მიმდინარე წლის 1

ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში

გადიოდა მკურნალობის კურსს.   მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების

პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.

 

გარდაცვლილი COVID-19 რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და

დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის

გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner