logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე ხახულის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა
- +

7 ოქტომბერი. 2020. 15:57

 

 

 

საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  რესან კონცელიძე, ხახულის, ტაბიძისა და აღმაშენებლის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

 

შეხვედრაზე, მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას სამომავლო გეგმები გააცნო, აღნიშნულ ქუჩებზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და არსებული პრობლემები მოისმინა.

 

„ჩემი მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე აქტიურ დინამიკაში გადავიდა. ყოველდღიურად ვხვდები მათ და ვაცნობ ჩემს სამომავლო გეგმებს. როგორც იცით, აღნიშნულ ქუჩებზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, თუმცა, რჩება პრობლემები და ბევრი სამუშაო გვაქვს ამ მიმართულებებით. მიხარია, რომ შეხვედრების დროს მოსახლეობისგან ვისმენ აზრებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ქალაქის თითოეული უბანი. მჯერა, ჩემი თანაქალაქელები 31 ოქტომბერს, ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და მომეცემა შანსი, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი პროექტი განვახორციელოთ მათ სასიკეთოდ“ - განაცხადა რესან კონცელიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner