აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ის აქციის მონაწილეთა ჯგუფებს შეხვდება, რათა სამუშაო ფორმატში მოხდეს მათი პრობლემების განხილვა. მთავრობა მზად არის განიხილოს და არსებული რესურსის ფარგლებში შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები.
„რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ ადამიანს შევხვდები, იქნება ეს 20 თუ 30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები. ინდივიდუალურად მოვისმენ ვის რა აწუხებს და სადაც ამის რესურსი გვაქვს, აბსოლუტურად ბოლომდე მოვახმართ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აქციის მონაწილეებთან შეხვედრისას.
მოქალაქეთა ჯგუფი აჭარაში დაწესებული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს. გუშინ მათ საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე მონაწილემ აჭარის მთავრობასთან. შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.