ევრო 2016-ის მერვედფინალურ ეტაპზე, ბევრისთვის მოულოდნელად, ისლანდიის ნაკრებმა ინგლისის ეროვნული გუნდი გამოთიშა ასპარეზობას. დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპიდან გაღწევით მოხდენილი სასწაული არ იკმარეს და ახლა ფეხბურთის სამშობლოს წარმომადგენლებს 2:1 სძლიეს. მეოთხედფინალურ ეტაპზე ისლანდიელებს რთული გამოცდა ელით - ვიკინგების შთამომავლები ტურნირის მასპინძელს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ სივრცეში, მიმდინარე ტურნირზე ისლანდიელთა მსგავს წარმატებაზე ბევრი საუბრობს და რა თქმა უნდა, პოსტების უმრავლესობა იუმორითაა გაჯერებული. გთავაზობთ მოსახლეობის ერთ-ერთ სახალისო სტატისტიკას, რომელიც გვიჩვენებს, თუ ვინ თამაშობს ისლანდიის ნაკრებში:
ისლანდია
მცხოვრებთა რაოდენობა: 334 319
ქალები: -170 503
18 წელს ქვემოთ: -40 121
35 წელს ზემოთ: -85 670
ზედმეტად მსუქნები: -24 775
დამოუკიდებელი ვეშაპებზე მონადირეები: -788
ვულკანების მეთვალყურეები: -321
ცხვრების მკრეჭავი მწყემსები (ახლა სეზონია!): -2 856
ბანკების დაპატიმრებული მენეჯერები: -23
ცალფეხები: -189
ბრმები: -265
ისლანდიელი გულშემატკივრები სტადიონზე: - 8 781
გუნდის ექიმი, პოვარი და მასაჟისტი: -3
მწვრთნელი: -1
დარჩა: 23