logo_geo
eng_logo
ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ
- +

7 ოქტომბერი. 2020. 16:11

 

 

 

ევროკავშირის უმაღლესი ევროკომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდნენ.

 

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში მოლაპარაკების ფორმატს წინსვლა არ მოჰყოლია, კონფლიქტის გადასაჭრელად ის მაინც ერთადერთ გზად რჩება.

 

„ჩვენი პოზიცია მკაფიოა – საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს, ორივე მხარე უნდა ჩაერთოს ეუთო-ს ჯგუფის ეგიდით არსებით მოლაპარაკებებში, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში დიდად ნაყოფიერი არ ყოფილა. ამ კონფლიქტის გადაჭრა სამხედრო გზით ან გარე ძალების ჩარევით შეუძლებელია“, – განაცხადა ბორელმა ევროპარლამენტში დებატებისას.

 

უმაღლესი ევროკომისარი ასევე წუხილს გამოთქვამს მთიანი ყარაბაღის რეგიონში დამკვირვებლების არარსებობის გამო, რომელთა საშუალებითაც, მისივე განმარტებით, ევროკავშირი უტყუარი ინფორმაციის მიღებას შეძლებდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner