logo_geo
eng_logo
ვლადიმერ პუტინი: რუსეთი ყოველთვის ასრულებდა რუსეთ-სომხეთს შორის თავდაცვითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და მომავალშიც შევასრულებთ
- +

7 ოქტომბერი. 2020. 16:29

 

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მხარეებს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

 

პუტინის თქმით, ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა ტრაგედიაა.

 

ვლადიმირ პუტინი აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლები რუსეთისთვის უცხო არ არიან. მეტიც, რუსეთში აზერბაიჯანისა და სომხეთის ორ-ორ მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს.

 

„საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება და არა მხოლოდ სომხეთის ტერიტორიაზე. რუსეთი ყოველთვის ასრულებდა რუსეთ-სომხეთს შორის თავდაცვითი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და მომავალშიც შევასრულებთ. როგორც იცით, მე მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან. სომხურ მხარეს რუსეთის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს“, – განაცხადა პუტინმა ტელეკომპანია „რასია 1“-თან ინტერვიუში.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner