-
+
7 ოქტომბერი. 2020. 16:30
2020 წლის 8 ოქტომბერს, 15 საათზე, თბილისში, კოსტავას ქ. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, ამაზე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის კონკურსის მონაწილე, ტელევიზიის რეჟისორი ბ-ნი თამაზ ბიბილური ჟურნალისტებისთვის ჩაატარებს ხანმოკლე ბრიფინგს, მიძღვნილს, - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის ა.წ. კონკურსისადმი. ბრიფინგზე გაჟღერდება მოთხოვნები :
- დაუყოვნებლივ გაუქმდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი კონკურსი ;
- ტელევიზიის რეჟისორ ბ-ნი თამაზ ბიბილურს უახლოეს დღეებში მიეცეს საშუალება ნებისმიერი ფორმატის საღამოს გადაცემაში პირდაპირ ეთერში გამოსვლისა;
- ბ-ნ თამაზ ბიბილურს მიეცეს საშუალება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ჟურნალისტური გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებისა (ა.წ. 9 ოქტომბრიდან).
საკონტაქტო ტელეფონი : 591 24 28 10
გთხოვთ, მობრძანდეთ.
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივი“
P.S. უამინდობის შეთხვევაში ( წვიმა, ქარბუქი) ბრიფინგი ჩატარდება მეორე დღეს, ანუ 9 ოქტომბერს.