logo_geo
eng_logo
8 ოქტომბერს თამაზ ბიბილური საგანგებო ბრიფინგს გამართავს
- +

7 ოქტომბერი. 2020. 16:30

 

 

2020 წლის 8 ოქტომბერს, 15 საათზე, თბილისში, კოსტავას ქ. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობის ცენტრალურ შესასვლელთან, ამაზე მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის კონკურსის მონაწილე, ტელევიზიის რეჟისორი ბ-ნი თამაზ ბიბილური ჟურნალისტებისთვის ჩაატარებს ხანმოკლე ბრიფინგს, მიძღვნილს, - „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის თანამდებობის ა.წ. კონკურსისადმი. ბრიფინგზე გაჟღერდება მოთხოვნები :

  1. დაუყოვნებლივ გაუქმდეს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და დაინიშნოს ახალი კონკურსი ;
  2. ტელევიზიის რეჟისორ ბ-ნი თამაზ ბიბილურს უახლოეს დღეებში მიეცეს საშუალება ნებისმიერი ფორმატის საღამოს გადაცემაში პირდაპირ ეთერში გამოსვლისა;
  3. ბ-ნ თამაზ ბიბილურს მიეცეს საშუალება „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ჟურნალისტური გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარებისა (ა.წ. 9 ოქტომბრიდან).

 

საკონტაქტო ტელეფონი : 591 24 28 10

გთხოვთ, მობრძანდეთ.

საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი „სხივი“

 

P.S. უამინდობის შეთხვევაში ( წვიმა, ქარბუქი) ბრიფინგი ჩატარდება მეორე დღეს, ანუ 9 ოქტომბერს. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner