logo_geo
eng_logo
მოსკოვმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაათავისუფლა
- +

28 ივნისი. 2016. 16:26



რუსულ გამოცემა „Взгляд"-ის გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ჯაშუშობისთვის გასამართლებული საქართველოს მეშვიდე მოქალაქე გაათავისუფლა. ის სამშობლოში სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.


გამოცემა აღნიშნავს, რომ 2014 წელს რუსეთმა საქართველოს ჯაშუშობისთვის ბრალდებული 3 მოქალაქე, წელს კი კიდევ 4 გადასცა.



რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პრაღაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემეირ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რამდენიმე პატიმრის ორმხრივ გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner