logo_geo
eng_logo
იორმუღანლოში მკვლელობა მოხდა
- +

7 ოქტომბერი. 2020. 17:12

 

 

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს ერთ-ერთ ფერმაში მკვლელობა მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები ქალმა მიაყენა. მკვლელობას წინ დაპირისპირება უძღოდა.

 

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner