logo_geo
eng_logo
გოდერძი შარაშია: ყველას მოგვდის შეცდომები...
- +

28 ივნისი. 2016. 15:15



ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ყრილობაზე, საოპერო მომღერალის ირმა ბერძენიშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებულის გამო, ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება.



რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, რომ არ ვარგოდა და ცუდი იყო, პასუხი რეპეტიცია ვერ გავიარე" არ მიიღება, მაგრამ თქვენ რა ვერ გაიარეთ, ვინც ვერაფრით გამოხვედით ამ ამბიდან, ჰიმნს მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება სჭირდება: ზოგმა კარგად შეასრულა, ზოგმა ცუდად, ეთერ კაკულია შუა სიმღერისას ვიღაცას მიესალმა გამარჯობა, გენაცვალეო" თქვა, მაგრამ რა მოხდა მერე, ორი დღეა ამ თემაზე წერთ, მაგრამ ბევრს კი არ გტკივათ, გიხარიათ, რომ მოხდა და ფუთავთ სევდანარევი სტრიქონებით, ადამიანია ისიც, ვისაც ეს დაემართა და ყველას მოგვდის შეცდომები, ნეტავი ეს იყოს მარტო პრობლემა ქვეყანაში, ნუ ჩავქოლავთ და გავასაზიზღრებთ ადამიანს, ვითომ ახლა ძალიან შევაქებდით კარგად შესრულების შემთხვევაში, ჩემი არც არავინაა და სამწუხაროდ, სულ არ ვიცი მისი მოღვაწეობის შესახებ",  - წერს გოდერძი შარაშია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner