logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩვენს მეგობარ ქვეყანას, აზერბაიჯანს, მეგობრულად ველაპარაკებით და საზღვრების დადგენის საკითხშიც ასევე გაგრძელდება
- +

7 ოქტომბერი. 2020. 18:26

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აზერბაიჯანთან ურთიერთობისას საზღვრის საკითხს მეგობრულად გადავწყვეტთ. არანაირი სხვა ტენდენცია, გარანტიას გაძლევს, არც ერთი სხვაგვარი პოზიცია, ჩვენგან, ჩვენი ხელისუფლებიდან, არასდროს არ წავა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელსაც ომი არ ჰქონია და არც ექნება მსგავსი დაძაბულობები, მითუმეტეს მეგობრებთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

მისივე თქმით, საქართველოს აზერბაიჯანთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს.

 

„ჩვენ მეგობრობის ჩარჩოს, კამათის დონეზეც კი, არ გავცდებით. ოფიციალური სტრუქტურები ამას უზრუნველყოფენ და ეს ურთიერთობა დარჩება ისეთივე, როგორიც არის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner