ჟურნალისტი გიორგი გაბრიჭიძე ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყეს ამ ფაქტზე პოლიტიკური სარჩულის დადება.
„აი ძალიან მეშლება ნერვები იმ არსებებზე, რომლებმაც პროკურატურის მიერ ქართული მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყეს რაღაცეების როშვა და მარაზმატული ფრაზებით ცდილობენ პოლიტიკური სარჩულის გადაბრუნებას.
არადა ამ დროს არა თავის გამართლების რეჟიმიდან ამოვარდნენ და ერთმანეთზე მიყოლებით აღიარებით ჩვენებას იძლევიან.
არც ის გამოვა, რომ ყველაფერი იმ ორ ჩინოვნიკს შეტენონ.
აბა ვინ დაიჯერებს, რომ ვიღაც ორმა მღილმა თუნდაც 80 მილიონის გამო გაბედა და სააკაშვილის ბანდის უჩუმრად ასეთი სიბინძურე ჩაიდინა.
ეგრე რომ ყოფილიყო, ფულის აღების მეორე დღესვე ისე გაქრებოდნენ საქართველოდან, რომ მათ "დუხსაც" ვერავინ იპოვიდა.
გამოძიებამ აუცილებლად უნდა დაადგინოს ვისი დავალებით ისარგებლეს იმ დამახინჯებული რუკებით, რითაც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინეს!“, - წერს გაბრიჭიძე.