„რეალობა არის ის, რომ აგვისტოს ომიდან ორ თვეში, გაქცეული მთავარსარდალი, ფორთხვით რომ დადიოდა, მხარს უჭერს იმას, რომ ოფიციალურად, ხელის აწევით, მხარდაჭერით, ღილაკზე თითის დაჭერით და ხელმოწერით ადასტურებს, რომ თურმე და ეს არის ტყუილის დაბრალება შენი ქვეყნის და ჯარისკაცებს მიმართ, ქართველ ჯარისკაცებს დაუწყიათ ომი და კასეტური ბომბებით დაუბომბიათ ცხინვალი. ეს არის რუსული ნარატივი, რუსული საქმის კეთება და ღალატი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.