logo_geo
eng_logo
„ვარშავის სამიტიდან წამოვალთ ისე, რომ მომავალში შევძლოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად განმტკიცება“
- +

28 ივნისი. 2016. 16:57


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნაზე განაცხადა, რომ „ვარშავის სამიტიდან ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად განმტკიცებას შევძლებთ".



მისი თქმით, 2014 წლის უელსის სამიტიდან წამოღებულ პაკეტში სერიოზული შინაარსი იყო ჩადებული და ორი წლის განმავლობაში საქართველომ შეძლო ამ შინაარსისთვის ხორცი შეესხა.



საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა სწორედ NATO-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში გაიხსნა.



2016 წელს ვარშავიდანაც ჩვენ წამოვალთ ისე, რომ მომავალშიც შევძლოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სერიოზულად გაღრმავებაც და განმტკიცებაც", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner