logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ მათი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია
- +

7 ოქტომბერი. 2020. 21:45

 

 

"ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობის თვალწინ მოხდა ფაქტიურად საბაზრო ეკონომიკის განვითარება ჩვენს ქალაქში, ამიტომ თქვენი აზრი ყოველთვის ყურადსაღებია“, - ასე მიმართა "ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კადიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა ჭავჭავაძის ქუჩის მოსახლეობას.

 

მერობის კანდიდატი ქუჩის მცხოვრებლებს საარჩევნო სტრატეგიაზე ესაუბრა და მათგან ქალაქის ეკონომიკურ, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა.

 

"ჭავჭავაძის გამზირი ქუთაისის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ქუჩაა ურბანული და ეკონომიკური თვალსაზრისით, აქაა თანამედროვე მჭიდრო დასახლება და განთავსებულია მრავალი მსხვილი და მცირე სავაჭრო ობიექტი. ჭავჭავაძის ქუჩის, ყველაზე დატვირთული ნაწილის მცხოვრებლებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებას ერთგვარი სტრატეგიული მნიშვნელობაც კი ჰქონდა. გავეცანი მათ შეხედულებებს, ინიციატივებს, მივიღე რჩევები, შენიშვნები და მხარდაჭერა. მოსახლეობის მოსმენა,  გონივრული რჩევის მიღება, მათი ინფრასტრუქტურული პრობლემების მოწესრიგება, მათთან რაციონალური თანამშრომლობაა ზუსტად ჩემი მთავარი გეგმა მერად არჩევის შემდეგ", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner