„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელიამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ახუთში მცხოვრებ უხუცეს ქალბატონს, თათუშა გოროზიას 100 წლის იუბილე მიულოცა.
"მეორე ახუთში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, სოფლის უხუცეს ქალბატონს, თათუშა გოროზიას 100 წლის იუბილე მივულოცე. ქალბატონ თათუშას ოთხი შვილი, ხუთი შვილიშვილი და ცხრა შვილთაშვილი ჰყავს. ჩვენი ვალია განსაკუთრებული პატივი ვცეთ, ჩვენს უფროს თაობას. ქალბატონი თათუშა მათ რიცხვშია, ვინც არა მარტო თავისი ასაკის გამო, არამედ მთელი თავისი ცხოვრებითა და დამსახურებით უდიდეს პატივისცემასა და მოწიწებას იმსახურებს"- წერს ალექსანდრე მოწერელია.