logo_geo
eng_logo
„საქართველო NATO-ს ფასეული პარტნიორია“
- +

28 ივნისი. 2016. 17:00


NATO-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ სახალხო დიპლომატიის საკითხებში თაქან ილდემმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნის ცერემონიაზე განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს ფასეული პარტნიორია, ალიანსი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს.


 

NATO აქტიურად ემზადება ვარშავის სამიტისთვის, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება. საქართველო რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც NATO მხარს უჭერს თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. საქართველოს NATO-სთან თანამშრომლობის გზაზე კარგი ინსტრუმენტები გააჩნია, მათ შორის ესენია ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, არსებითი პაკეტი და სხვა", - განაცხადა ილდემმა.



მისი თქმით, მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება ყველა იმ სფეროში, რომელიც 2014 წლის უელსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში განისაზღვა.



დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავის სამიტი NATO- ქვეყნების ლიდერებს საშუალებას მისცემს, შეაჯამონ მიღწევები და განსაზღვრონ, რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ვარშავის სამიტამდე ჩვენ გვაქვს ასეთი კარგი შედეგები. ჩვენ გვექნება ბევრი საშუალება ამ პროგრესის შესაფასებლად და NATO-საქართველოს შორის ძლიერი პარტნიორობის ხელშეწყობის მიზნით", - განაცხადა თაქან ილდემმა.



თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner