სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი, „რუსთავი 2“ - ის ეთერში, გიგა მაქარაშვილს დაუპირისპირდა. მანჩო გიორგობიანმა, მას პირდაპირ ეთერში პლავის მოწევა გაახსენა.
„მე როგორც მშობელს რომ მკითხო, შენ 5 წელი მინიმუმ ციხეში იცი რატომ უნდა იჯდე? პლანი რომ მოწიე, „ააფეთქე“ პირდაპირ ეთერში. ამის გამო უნდა იყო დასჯილი. ბავშვების თვალწინ ამხელა კაცი რას აკეთებ? 500 ლარი ჯარიმა საკმარისია, იმ დანაშაულისთვის, რაც შენ ჩაიდინე ახალგაზრდების წინაშე? იცი პლანი როგორი ნარკოტიკია? 500 ლარია მაგის ფასი, რომ პლანის მოწევა ანახო ბავშვებს?
შენ და შენნაირი ადამიანებს გსურთ როგორც გინდათ ისე მოირგოთ კონსტიტუცია!“ - მიმართა მანჩო გიორგობიანმა.