logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ხიდაშელი პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას აპირებს, რისი ნიშანიც მისი განცხადებებია
- +

28 ივნისი. 2016. 17:03



ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი განცხადებით, თუკი თინა ხიდაშელი პოლიტიკაში წასვლას აპირებს და არ აპირებს პარტიული თემებიდან გვერდზე გადგომას, მაშინ მან გულწრფელად უნდა თქვას და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ არა - გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი მიიღებს.



ხიდაშელი პოლიტიკაში აქტიუ მონაწილეობას აპირებს, რისი ნიშანიც სამედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შეჩერების შესახებ ბრძანებაზე ხელმოწერა და მის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო.

თავდაცვის მინისტრს თავისუფლად შეეძლო, ბრძანება გამოეცა და სამხედრო გაწვევა რაღაც ეტაპზე გადაედო ან შეემცირებინა, მაგრამ თუკი საკითხის მიმართ დამოკიდებულებას კონცეპტუალურად ცვლის, მაშინ ეს სხვა ფორმატშია განსახილველი.

დიდი შანსია, თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს. იქ ლევან ბერძენიშვილი ჩაერთო, თავისი განცხადებებით. პოპულარულია, როცა მშობლებს და ოჯახებს ეუბნები: თქვენს ბავშვებს არ წავიყვან ჯარში. ამავე დროს არის სახელმწიფოს ინტერესი, არის თემები, რომელიც გაცილებით მოქნილად შეიძლება მოგვარდეს, ვიდრე ამ განხილვებში NATO- და დასავლეთის კონცეფციის თემის შემოტანაა. ეს არასწორია. არასებობს საპარლამენტო კომიტეტი, სამთავრობო ფორმატი, სადაც საკითხი უნდა იყოს განხილული. უმაღლესი მთავარსარდალიც საქმის კურსში უნდა იყოს", - აცხადებს გი ვოლსკი.



მისივე თქმით, პროფესიული ჯარის ჩამოყალიბება არის საქართველოს მისწრაფება, თუმცა NATO-ს ქვეყნებიდან მხოლოდ კანადას, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს გააჩნია სრულად კონტრაქტორთა ჯარი.



აბსურდია იმაზე საუბარი, თითქოს NATO- სტანდარტი მხოლოდ და მხოლოდ კონტრაქტორებს ითვალისწინებს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ შეუთანხმებელი გადაწყვეტილებები არ არის სწორი და ეს საქართველოს ინტერესებს არ პასუხობს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. შეიძლება პრემიერმა თქვას, რომ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილება მოსწონს, არ უნდა წვევამდელები ჯარში და ეთანხმება მას, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ეთიკა დარღვეულია~, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner