„აზერბაიჯანულ მხარეს ინფორმაცია მიწოდა უფრო ადრე, ვიდრე დაიწყებოდა ყარაბაღის კონფლიქტი. ჩვენ ბუნებრივია არავითარი ინფორმაცია გვქონდა ამ კონფლიქტის დაწყებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დაკავშირებული არ არის ამ საქმის ინიცირება ყარაბაღის კონფლიქტთან“, - ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, „ღია ეთერში“ ისაუბრა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობაზე დავით გარეჯის საკითხი ვერავითარ გავლენას იქონიებს.
„როდესაც საუბარია საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციაზე, აქ არის ორი სახელმწიფო, ორი მხარე. ორივეს აქვს თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები. აქ შეუძლებელია ერთმა მხარემ მეორე რამეში დაადანაშაულოს. ერთადერთი რა დანაშაულიც აქ შეიძლება გამოიკვეთოს, ეს არის დანაშაული, რომელიც აქვთ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ცალსახაა ის, რომ ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე ბუნებრივია ეს საკითხი ვერავითარ უარყოფით გავლენას და ზოგადად, ვერავითარ გავლენას იქონიებს. ბუნებრივია ჩვენ უდნა გადავხედოთ ყველა გარემოებას აზერბაიჯანულ მხარესთან ერთად, რომელიც დაკავშირებულია დემარკაცია დელიმიტაციასთან და ამის საფუძველზე გაგრძელდეს მოლაპარაკებები. რა თქმა უდნა, შეიძლება რაიმე კორექტირებები შევიდეს ერთობლივი შეთანხმებით და ამასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები აზერბაიჯანულ მხარესთან. აზერბაიჯანი არის ჩვენი ისტორიულად მეგობარი ქვეყანა და არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გაგვიჭირდება მოლაპარაკებების გაგრძელება და საბოლოო ჯამში იმედი გაქვს, რომ შეთანხმებები იქნება მიღწეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.