„დღეს რეალურად დაიდო დოკუმენტი, სადაც ჩვენი მეზობელი და პარტნიორი აზერბაიჯანის სახელმწიფო აღიარებს დავით გარეჯს საქართველოს საზღვრებში“, - ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დაწყებულ გამოძიებაზე ჯონდი ბაღათურიამ „ღია ეთერში“ ისაუბრა.
„რეალურად ეს იყო სამშობლოს ღალატი, კლასიკური სამშობლოს ღალატი. ეს მუხლი სააკაშვილმა მმართველობის დროს სსკ-დან ამოიღო. დღეს სამწუხაროდ ბევრ ამ ბინძურ დანაშაულში ბრალდებულს, ვერ წაუყენებ ბრალს სამშობლოს ღალატში, თუმცა ამას მაინც ჰქვია სამშობლოს ღალატი და ამ ხალხს ჰქვიათ სამშობლოს მოღალატეები. 2012 წელს პირველად აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ქართველ ბერებსა და მომლოცველებს აუკრძალეს საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ სამლოცველოებში გადასვლა. როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა მაშინდელი პრეზიდენტი ჩაჯდა თვითმფრინავში, გაემგზავრა რომში „შოპინგზე“, - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.