logo_geo
eng_logo
დეკანოზი ლუკა: დავით გარეჯში არიან თავდადებული ბერები და მათთვის ეს სიცოცხლის საკითხია
- +

8 ოქტომბერი. 2020. 02:56

 

 

 

„ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა, რათა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა“, - ამის შესახებ 100 ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ლუკა სუპატაშვილმა „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მთავარი პრობლემა დაიწყო 2006 წელს, როდესაც აზერბაიჯანელი სამხედროები გამოჩნდნენ და დაიკავეს რაღაც ადგილები.

 

„აზერბაიჯანელი სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ სამართლიანად აკეთებდნენ იმას, რასაც ჩადიოდნენ და ამის საფუძველი იყო ის, რომ არსებობდა ორმხრივი კომისიის შეთანხმება, მაგრამ ამას იურიდიული ძალა არ აქვს და ამის საფუძველზე იქ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები არ უნდა ყოფილიყვნენ. ჩვენი მხრიდან დაიწყო ამ საკითხის კვლევა. დავით გარეჯში არიან თავდადებული ბერები და მათთვის ეს სიცოცხლის საკითხია, რადგან ისინი ცხოვრების სწორედ იმ წესს ემსახურებიან, რასაც ქადაგებენ. ჩვენ კვლევას შედეგად მოჰყვა ის, რომ გაირკვა, კომისიამ არასწორად იხელმძღვანელა და რაღაც არასწორ რუკებს დაეყრდნო. მერე იქნა გახსენებული, რომ მაშინ, როდესაც საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები ხდებოდნენ, ჩვენი და ყველას ინტერესი იყო, რომ არ გვქონოდა ერთმანეთთან თუნდაც უკმაყოფილება, რაც გაუგებრობას გამოიწვევდა. მაშინ ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების დროს, 1996 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეყრდნონ 1938 წლის რუკას, სადაც უკვე შეთანხმებულია და ორივე მხარეს ხელი აქვს მოწერილი შეთანხმებაზე, რის საფუძველზე ყველაფერი გარკვეულია. სადაო იქ არაფერია. 1938 წლის გეგმით, ახლა რაზეც აქვთ პრეტენზია, რომ მათია, იქიდან 550-600 მეტრის იქით გადიოდა ეს საზღვარი, მაგრამ რის საფუძველზე აცხადებენ პრეტენზიას, გაუგებარია.

 

ჩვენი, ეკლესიის ძალა სიტყვაა და მისი იგნორირება თუ მოხდა, ან მსვლელობა არ მიეცა, რთულია, რომ ჩვენ ბოლომდე მივიყვანოთ საქმე, თუმცა შეუჩერებლად მიდიოდა ჩვენი მხრიდან საუბარი. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველას მივაწვდინოთ ხმა, რათა მოხდეს სამართლიანობის აღდგენა. გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ეს ადგილი რამდენიმე ათეული ჰექტარი საპატრიარქოს კუთვნილებაში გადაეცა, რომელსაც ის უნდა გაუფრთხილდეს, ააღორძინოს და ა.შ. რაღაცნაირად ისე ხდებოდა, რომ ჩვენი მიწა ჩვენი თითქოს არც იყო. ბუნებრივია, ჩვენ გვაინტერესებს, რომ ჩვენი მიწა იყოს დაცული. ჩვენთვის ეს ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა ლუკა სუპატაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner