გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნაზე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ძალაშია და ეს მხოლოდ სწორ მომენტზეა დამოკიდებული.
„რამდენიმე დღეში NATO-ს მორიგი სამიტი გაიხსნება. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. ეს განმეორებულ იქნა ლისაბონში, ჩიკაგოში და უელსში. ეს გადაწყვეტილება ძალაშია და მისი განხორციელება დამოკიდებულია უბრალოდ სწორი მომენტის შერჩევაზე", - განაცხადა ბეტინა კადენბახმა.