logo_geo
eng_logo
„ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ძალაშია“
- +

28 ივნისი. 2016. 17:13



გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ბეტინა კადენბახმა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნაზე განაცხადა, რომ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, ძალაშია და ეს მხოლოდ სწორ მომენტზეა დამოკიდებული.



რამდენიმე დღეში NATO- მორიგი სამიტი გაიხსნება. ბუქარესტის სამიტზე 2008 წელს ალიანსის ლიდერებმა განაცხადეს, რომ საქართველო გახდება NATO- წევრი. ეს განმეორებულ იქნა ლისაბონში, ჩიკაგოში და უელსში. ეს გადაწყვეტილება ძალაშია და მისი განხორციელება დამოკიდებულია უბრალოდ სწორი მომენტის შერჩევაზე", - განაცხადა ბეტინა კადენბახმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner