აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთის არმიამ გასულ ღამეს ქალაქ განჯაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები და ავტომობილები.
ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბარდის, გერანბოის, ტერტერისა და აღჯაბედის რაიონების სოფლებს ბომბავენ.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერანბოის რაიონის სოფელ შახმემედლის საარტილერიო დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთის ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.