logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთმა გასულ ღამეს განჯაზე სარაკეტო იერიში მიიტანა
- +

8 ოქტომბერი. 2020. 12:05

 

 

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, სომხეთის არმიამ გასულ ღამეს ქალაქ განჯაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

აზერბაიჯანის მედიის ინფორმაციით, სომხეთის ტერიტორიიდან ნასროლმა რაკეტამ ქალაქს სერიოზული ზიანი მიაყენა. დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები და ავტომობილები.

 

ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ბარდის, გერანბოის, ტერტერისა და აღჯაბედის რაიონების სოფლებს ბომბავენ.

 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერანბოის რაიონის სოფელ შახმემედლის საარტილერიო დაბომბვას მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

 

აზერბაიჯანის მთავრობა სომხეთის ხელისუფლებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner