logo_geo
eng_logo
რესან კონცელიძე: არაფერია იმაზე ღირებული და ძვირაფასი, ვიდრე ჩემი ბათუმი და ბათუმელები
- +

8 ოქტომბერი. 2020. 12:33

 

 

„ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ინასარიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.

 

„არაფერია ჩემთვის იმაზე ღირებული და ძვირაფასი, ვიდრე ჩემი ბათუმი და ბათუმელები და დღეს, როდესაც მსოფლიო პანდემია თითოეული ოჯახის კეთილდღეობას შეეხო, განსაკუთრებით საყურადღებოა თითეული მოაქალაქის სოციალური მდგომარეობის გათვალისწინება და უკეთესი ხვალინდელი დღისათვის მაქსიმალურად სწორი და შედეგიანი ნაბიჯების შემუშვება. ყველას გვესმის, რომ კეთილდღეობა ერთ დღეში არ მიიღწევა. სასურველი შედეგამდე მისვლას უწყვეტი მუშაობა და მაქსიმალური ძალისხმევა სჭირდება. ეს კი მხოლოდ ერთად, საერთო მუშაობითა და ერთმანეთის გვერდით დგომით არის შესაძლებელი“, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვდრის დროს, რესან კონცელიძემ. მაჟორიტარობის კანდიდატმა, ქვეყანაში არსებულ პანდემიურ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება, მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და  სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner