ბათუმში, ე.წ. ჭაობის დასახლებაში 19 ქუჩის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება ლადო სეიდიშვილისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩებზე ხორციელდება.
უკვე დასრულდა 4 ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა სანიაღვრე ჭები, დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და ბორდიურები.
პროექტის ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება.
მიმდინარე სამუშაოები ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაათვალიერა.