logo_geo
eng_logo
ეკა მიშველაძე: თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილების საჯაროდ განხილვამ შესაძლოა ქვეყნის ინტერესები დააზარალოს
- +

28 ივნისი. 2016. 17:15


პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც გამოსცა ბრძანება სავალდებულო სამხედრო სამსახურში სავალდებულო გაწვევის შეჩერებასთან დაკავშირებით.



მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამომწურავად უპასუხეს ამ თემას, მედიის ინტერესი მაინც დიდია. ამიტომ კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ ჩვენ მეტ საჯარო კომენტარს ამ თემასთან დაკავშირებით არ გავაკეთებთ, გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში წინ არის ვარშავის სამიტი, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. სამიტზე პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრთან ერთად მიემგზავრება და მისი აზრით, ამ საკითხების საჯაროდ განხილვამ შესაძლოა დააზარალოს ქვეყნის ინტერესები. პრეზიდენტი თვლის, რომ ასეთ დროს სასურველია პირველ რიგში ყველა გამოვიდეს სახელმწიფო ინტერესებიდან", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner