ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკში თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ რეკასა და ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის მეორე ნოსირის, აგრეთვე ქალაქის მეორე საარჩევნო უბნისა და სამხედრო ქალაქის ამომრჩევლებს შეხვდა.
ბოლო წლების განმავლობაში აქ არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტი განხორციელდა - გაზიფიცირდა თეკლათის და ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულები, სამხედრო ქალაქში - დევნილთა დასახლება.
სოფლებში ჩატარდა მასშტაბური დაშრობითი და სამელიორაციო სამუშაოები, რეაბილიტირდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტები, მოეწყო შიდა საუბნო გზები, გარე განათების სისტემა.
ყოფილი სამხედრო ქალაქის დევნილთა დასახლებაში ჩატარდა ეზოებისა და გზის ასფალტირების სამუშაოები.
ასევე, საბავშვო ბაღ „ოცნების“ რეაბილიტაცია, რომელიც ლტოლვილთა დანიის საბჭომ (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გახორციელა.
ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მოსახლეობის გამოვლენილი პრიორიტეტებით ხორციელდება.
ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს არნოლდ ჩიქობავას სახლ-მუზეუმამდე მისასვლელ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მოეწყობა ბეტონის საფარი.
უახლოეს დღეებში მეორე ნოსირში დაიწყება ინტერნეტიზაციის პროექტის პირველი ეტაპის სამუშოები.
მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე სენაკის მუნიციპალიტეტში 410 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, სადაც ყოველწლიურად 2 000-ზე მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო დასაქმებული.
„სენაკის მუნიციპალიტეტი ბოლო წლებში გამოირჩევა იმით, რომ აქ შესამჩნევია თვისებრივი წინსვლა; ხორციელდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მასშტაბური ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, თუმცა გვაქვს გამოწვევებიც.
ჩემი მთავარი მიზანი და საქმიანობის წარმმართველი - ეს არის მოსახლეობის გვერდში დგომა და მათი ინტერესების დაცვა.
ჩვენი პოლიტიკური გუნდი ერთადერთია, რომელსაც რეალურად სურს ქვეყნის განვითარება და შეუძლია უხელმძღვანელოს ამ პროცესს“, - აღნიშნა კანდიდატმა.