logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყონებლივ დაწყების შესახებ რეზოლუცია მიიღო
- +

28 ივნისი. 2016. 17:21



ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალური პროცედურის დაუყონებლივ დაწყების შესახებ შეიცავს მოწოდებებს. დოკუმენტს 395 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 200 წინააღმდეგი იყო, 71-მა კი თავი შეიკავა.



მანამდე, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონთან შეხვედრაზე მოუწოდა მას, რაც შეიძლება მალე განმარტოს ქვეყნის პოზიცია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner