logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვთ და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას
- +

8 ოქტომბერი. 2020. 21:51

 

 

„ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. კანდიდატი ადგილობრივებს გეგმებს აცნობს   და მათგან არსებულ საჭიროებებზე ინფორმაციას იღებს.

 

,, დღეს ე.წ „ახალი დარჩელის“ ტერიტორიაზე მოსახლეობას შევხვდით. ეს ახალი სახელწოდებაა, რომელიც კიროვის მოსახლეობას სურს, რომ სოფელს დაარქვას. ამ საქმეში მუნიციპალიტეტი მათ ხელს უწყობს. დღესვე შევხვდით განმუხურელებსაც, ორივე სოფელი ძალიან უხვმიწიანია, ამიტომ ძირითადი განსახილველი თემა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და გაფართოების საკითხები იყო.

ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო პროგრამა გამოიყენონ ჩვენმა მოქალაქეებმა, რომ უფრო მეტი დოვლათი შევქმნათ ადგილზე.

გარდა ამისა, ამ მხარეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ზღვისპირა სოფლებს, ტურიზმის პოტენციალიც დიდი აქვს და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ შეიძლება ხელი შევუწყოთ ამ მიმართულებას" - განაცხადა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

შეხვედრას ''ქარული ოცნების'' ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი შენგელია, ზუგდიდის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატები ედიშერ თოლორაია, მერაბ ქავარაია და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ლაშა გვასალია ესწრებოდნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner