logo_geo
eng_logo
აჭარაში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება შეინიშნება
- +

8 ოქტომბერი. 2020. 21:53

 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც შტაბის წევრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და დაიგეგმა სხვადასხვა კლინიკებიდან დამატებით ექიმების მობილიზება.

 

აჭარაში იკვეთება ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება და სტაბილიზაციის ტენდენცია. დღეს გამოჯანმრთელდა 230 პირი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 1200-მდე PCR ტესტი, გამოვლინდა დაინფიცირების 230  ახალი შემთხვევა.

 

გამოჯანმრთელდნენ და საკუთარ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდნენ მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 29 ბენეფციარი. აჭარაში 2700-ზე მეტი პირი გამოჯანმრთელდა.

 

სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულები პაციენტების მისაღებად. ყოველდღიურად თავისუფალია 60-დან 100-მდე საწოლი.

 

 „გვაქვს სასიხარულო და სასიამოვნო ინფორმაცია, გამოჯანმრთელდნენ და თავიანთ საცხოვრებელ გარემოს დაუბრუნდნენ მოხუცთა სახლისა და გერიატრიული თავშესაფრის 29 ბენეფიციარი. რეგიონში ყოველდღიურად იზრდება გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა.

 

რეგიონში კვლავ ეპიდემოიოლოგიურად საყურადღებო ვითარებაა და აუცილებელია იმ ყველა რეკომენდაციის შესრულება რომელიც მოწოდებულია ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ, იმისთვის რომ შევინარჩუნოთ კლების დინამიკა უნდა დავიცვათ ყველა მოწოდება, რომელიც არის არერთხელ გაჟღერებული“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

 

გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოყო ორსული ქალებისა და კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ოჯახების საკვები პროდუქტები, საკვები დანამატები და ჰიგიენური საშუალებები, ისინი ამ დახმარებას ეტაპობრივად მიიღებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner