logo_geo
eng_logo
პროკურორი მიხეილ სადრაძე: გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირი ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა საქართველოსთვის საზიანო პოზიციების შემცველი რუკები აჩვენა
- +

8 ოქტომბერი. 2020. 23:14

 

 

დავით გარეჯის საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის ინფორმაციით,  გარეჯში მოღვაწე სასულიერო პირმა დაადასტურა, რომ ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა საქართველოსთვის საზიანო პოზიციების შემცველი რუკები აჩვენა.

 

ის ადასტურებს, რომ უშუალო შეხება ჰქონდა ივერი მელაშვილთან. ამ დროს მოწმე იხსენებს ერთ ეპიზოდს, როდესაც ხდებოდა რუკების გაცვლა, მოწმემ შეამჩნია, რომ მელაშვილის მიერ წარმოდგენილ რუკაში საქართველოსთვის საზიანო პოზიციები იყო წარმოჩენილი. სასულიერო პირს ივერი მელაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით შეგნებულად აჩვენებდა ისეთ რუკებს, რომლებიც საერთოდ საქართველოს ინტერესებს არ წარმოადგენდა. ის აღნიშნავდა, რომ მას არ გააჩნდა 200 000 რუკა. საკითხისადმი დაინტერესებული პირის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ყველა ინფორმაცია მიწოდებული იყო, რომ არ ყოფილიყო სწორი ინფორმაცია მიწოდებული. საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების ამოღების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი ყველა რუკა, შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოიყენა, რომ ჩვენ, გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა“, – განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ სასამართლო სხდომაზე.

 

წყარო: https://1tv.ge/news/davit-garejis-saqmis-prokuroris-ganckhadebit-garejshi-moghvawe-sasuliero-piri-adasturebs-rom-braldebulma-iveri-melashvilma-saqartvelostvis-saziano-poziciebis-shemcveli-rukebi-achvena/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner