„არ დაგავიწყდეთ, რომ ორმოცდაათმა ევროპარლამენტარმა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს", - განაცხადა „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ, რომლის მოლოდინითაც, არაა გამორიცხული, პრეზიდენტმა შს ყოფილი მინისტრი შეიწყალოს.
„აშკარაა, მარგველაშვილი საქართველოს დიდ სიურპრიზს უმზადებს და ეჭვი მაქვს, რომ მერაბიშვილის, ახალაიას და უგულავას შესაწყალებლად ემზადება", - განაცხადა მჟავანაძემ.