„საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვულოცავ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებას! „, - ასე ეხმაურება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ბელარუსთან გამარჯვებას.
„ბელარუსის ნაკრებთან დღევანდელი მოგება მართლაც რომ განსაკუთრებით დასაფასებელია.
ახლა, დასახულ მიზანს მხოლოდ ერთი გამარჯვება გვაშორებს. მჯერა, ბოლომდე იბრძოლებთ და ნოემბერში გადამწყვეტი თამაშის მოგებასაც შეძლებთ.
გისურვებთ წარმატებას პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში, ერთად გვეზეიმოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა!“ – აცხადებს ჩხენკელი.
საქართველოს ნაკრებმა, „დინამო არენაზე“ გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქე, ბელარუსის ნაკრები 1:0 დაამარცხა