2016 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით, გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში 1 192 ჰექტარ ფართობზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია განხორციელდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობითვე, პროგრამაში „ქართული ჩაი“ ჩართულია 39 ბენეიფიციარი და სახელმწიფოს თანადაფინანსება 2 მლნ ლარს აჭარბებს.
სახელმწიფო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსების ოდენობები გაიზარდა.